აზერბაიჯანის 7 დიდ ქალაქში კვლავ კარანტინი გამოცხადდა
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2020 10:35
აზერბაიჯანის 7 დიდ ქალაქში კვლავ კარანტინი გამოცხადდა

აზერბაიჯანში კვლავ კარანტინი გამოცხადდა. ახალი რეჟიმი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში, 5 ივლისამდე იმოქმედებს.

კარანტინი 7 დიდ ქალაქში, ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანში, ევლახში, მასალიში, ჯალილაბადსა და აფშერონის დასახლებაში ამოქმედდა.

დაიხურა სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და სილამაზის სალონები.

შეზღუდვები აზერბაიჯანში მარტის ბოლოს დააწესეს და მაისში მათი შემსუბუქება დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 12 238 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 ადამიანი კი გარდაიცვალა.