გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 7,728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2020 12:05
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 7,728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 7,728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 584,680-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 109 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 8111-მდე გაიზარდა.