ოქროყანაში, ამაღლების ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2020 14:20
ოქროყანაში, ამაღლების ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ოქროყანაში, გზის კეთილმოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. ამ ეტაპზე, გზის სრული რეაბილიტაცია ამაღლების ქუჩას ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 5000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. რისთვისაც, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 397 000 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები, მოეწყო ბორდიური და ტროტუარები.

საგზაო სამუშაოები, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმამ” შეასრულა.