გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი ინფორმაციას ავრცელებს
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2020 16:25
გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი ინფორმაციას ავრცელებს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი წერს, რომ არცერთი ტელევიზიისთვის ინტერვიუ არ მიუცია, არადა, ტელეკომპანია "მთავარმა" მასთან ჩაწერილი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა და როგორც ექსკლუზიური ინტერვიუ ისე მოასმენინა მაყურებელს. ამირხანაშვილი სოციალური ქსელში გამოეხმაურა ამ სიუჟეტს და თქვა, რომ უბრალოდ მის ნაცნობს ესაუბრებოდა და ეს კი ინტერვიუდ გაასაღეს. იმ საუბარში ჩანს, რომ დაპირისპირება აგარაკზე დაიწყო, თუმცა ამბობს, რომ გიორგი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

"ხალხო ამ სიუჟეტში მე ეს კომენტარი არ მიმიცია ჟურნალისტისთვის ეს ბიჭი ვისაც მე ველაპარაკებოდი არის ჩემი ძველი მეგობარი და კარგად ჩანს რომ არ ვსაუბრობ ოფიციალურად და დეტალურად და ძალიან გთხოვთ ნუ აკეთებთ ასეთ დასკვნებს უბრალოდ სირცხვილია !!! მთავარი არხი • Mtavari Arkhi", - წერს ამირხანაშვილი.

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე 19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე ნახე და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

4-დღიანი ძებნა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შედეგით დასრულდა - მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.