სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე ქვაფენილი მოეწყო
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2020 14:07
სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე ქვაფენილი მოეწყო

 

 

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე, 300 კვ. ფართობზე ქვაფენილის გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

ამორტიზებულ ასფალტის საფარი, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე შეუზღუდავად გადაადგილებას აფერხებდა, ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის.

საგზაო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარი გამოიყო.