ისეთი ამბავი იქნება, როგორიც არავის უნახავს საქართველოში - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2020 16:00
ისეთი ამბავი იქნება, როგორიც არავის უნახავს საქართველოში - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის, - ამის შესახებ განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე არის ფოტოგრაფი. ფეხბურთელის ბიძის თქმით, დაზიანებების შესახებ ოჯახიც ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

"ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელ ტანზე, როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის," - აცხადებს ნიკოლაძე.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარეობს იმ ახალგაზრდების ექსპერტიზა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ,  ნაწილს კი პარალელურად ისევ პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. 

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა გაუჩინარებული ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი დაკარგვის შესახებ ოჯასმა პოლიციას 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე  მიმართა.