ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2020 17:47
ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის განახლება მოხდება, სალბიერის ქუჩაზე კი, სადაც გრუნტის გზაა, მოეწყობა საფუძველი და პირველად დაიგება ასფალტი.

პროექტის თანახმად, საერთო ჯამში, 12 740 მ 2 ფართობის გზა მოეწყობა. გზის რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

„დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების მოწყობა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების და დამსვენებლების დიდი ხნის თხოვნა იყო. ბეთანიაში ასფალტის საფარი რამდენიმე
ქუჩაზე გასულ წელს უკვე დავაგეთ. უახლოეს ორ თვეში აღნიშნული ორი ქუჩაც მოწესრიგდება, რაც ბეთანიაში კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს",  - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

აღნიშნული ქუჩების მოწყობის სამუშაოების ღირებულება 693 754 ლარს შეადგენს.