თბილისში, თამარაშვილზე ავტომობილებს ხე დაეცა
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2020 21:15
თბილისში, თამარაშვილზე ავტომობილებს ხე დაეცა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა. "პირველი არხის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 მანქანა დაზიანდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.