ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ - „საბურთალო“ გიორგი შაქარაშვილს ემშვიდობება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2020 11:19
ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ - „საბურთალო“ გიორგი შაქარაშვილს ემშვიდობება (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის თამაშის ვიდეოკოლაჟს ავრცელებს.

„ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ, დაკარგა ფეხბურთმა, დაკარგა ქვეყანამ! მუდამ ჩვენს გულებში იქნები, შაქარ!“ – წერია საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ წყალში იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.