ვ. ბარნოვის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2020 12:13
ვ. ბარნოვის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვერაზე, ვ. ბარნოვის ქ. N26-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე, დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ. პროექტის ფარგლებში კი, 560 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია- შპს “სუხო“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 19 000 ლარია გამოყოფილი.