ალბათ ფიქრობდნენ, იქნებ ვერ იპოვონ და ჩვენც ბედმა გაგვიღიმოსო – თინა ხიდაშელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2020 19:00
ალბათ ფიქრობდნენ, იქნებ ვერ იპოვონ და ჩვენც ბედმა გაგვიღიმოსო – თინა ხიდაშელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება:

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფოს რეაგირებამ, დაუსჯელობამ, მკვლელების პრაქტიკულად წახალისებამ, დღეს მერაბიშვილის საჯარო აქტიურობამ და კვლავ განცხადებულმა ამბიციებმა გახადა შესაძლებელი ის რომ რამდენიმე დღის გაუჩინაურებულ ახალგაზრდას ეძებდა დაზაფრული ქვეყანა არავის აღმოაჩნდა კაცობა სიმართლე ეთქვა.

ალბათ ფიქრობდნენ იქნებ გავვიმართლოს და ვერ იპოვონო.
იმათ თუ შერჩათ და შემდეგ კიდევ ბევრს ჩვენც იქნებ ბედმა გაგვიღიმოსო.
ასეთ ქვეყანად და საზოგადოებად ვიქეცით", - წერს ხიდასლი ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.