აი, მორაგბე რომ ხარ, რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის საცემად? - გოგა ჩანადირი
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2020 19:22
აი, მორაგბე რომ ხარ, რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის საცემად?  - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აი, მორაგბე რომ ხარ, ქართველი მორაგბეების უამრავი მაგალითი რომ გაქვს, როგორ გამოდიან ისინი ძალადობის, ცემის, მკვლელობის წინააღმდეგ, შენ რატომღა არცხვენ მათ სახელს? რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის საცემად? რატომ თელავ ფეხქვეშ იმათ სახელებს, რომლებსაც სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის გული უძგერთ?

რანაირი მორაგბე ხარ?
არავის ეპატიება ძალადობა. თქვენ განსაკუთრებით არ გპატიობთ. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით შეარცხვინეთ რაგბის სამყარო და ჩემი გულიც დაამძიმეთ", - წერს ფეისბუფზე ჩანადირი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.