ნინო ლომჯარია - ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2020 21:37
ნინო ლომჯარია - ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი

ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის, უზრდელური ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც წლიური ანგარიში წარადგინა.

ომბუდსმენის თქმით, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით სახალხო დამცველის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აქვს ძალიან ორგანიზებული ხასიათი. მისი განმარტებით, როგორც წესი, ამ კამპანიის უკან დგანან სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ განწყობებს და ეწევიან პრორუსულ კამპანიას

„სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია. თუ ვინმეს არ მოსწონს სახალხო დამცველი, ან აკრიტიკებს მის საქმიანობას, ან არის ძალიან რადიკალურად განწყობილი, მათ შორის, იყენებს არაეთიკურ, უწმაწურ გამონათქვამებს, ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის, უზრდელური ფორმით. ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. ეს თითოეული მათგანის გადასაწყვეტია, მაგრამ არაერთი ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით სახალხო დამცველის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აქვს ძალიან ორგანიზებული ხასიათი და როგორც წესი, ამ კამპანიის უკან დგანან სიძულვილის ჯგუფები, ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ განწყობებს და ეწევიან პრორუსულ კამპანიას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.