სერბეთის თავდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა
ამობეჭდვა · 27 / 06 / 2020 16:30
სერბეთის თავდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

სერბეთის თავდაცვის მინისტრ ალექსანდარ ვულინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მას შემდეგ რაც სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის ყველა კონტაქტს, მათ შორის ალექსანდარ ვულინს ტესტირება ჩაუტარდა. მინისტრის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ვულინს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ის თავს კარგად გრძნობს.