ტექნიკური ხარვეზის გამო, 112 მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკონ
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2020 20:42
ტექნიკური ხარვეზის გამო, 112 მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკონ

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარები შეფერხებით შედის.

გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც "112"-ზე დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მოუწოდებს, შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე დარეკონ:

032 2 411011- სახანძრო სამაშველო

032 2 418505- საპატრულო (თბილისი)

032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)

599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

„112“-ში აცხადებენ, რომ სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.