3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 12:44
3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.