გიორგი გახარია ხანგოშვილის საქმეზე - ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაში თავის პარტნიორებთან ერთად
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 16:16
გიორგი გახარია ხანგოშვილის საქმეზე - ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაში თავის პარტნიორებთან ერთად

ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაში თავის პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშრებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანული მხარე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონკრეტული ნაბიჯებისაგან თავს იკავებს და იგივე პოზიცია აქვს ქართულ მხარეს.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძებიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს, იმიტომ, რომ ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაშ თავის პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.