ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 17:36
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0552 ლარი ეღირება, ევრო – 3.4466 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7671 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ღირდა, ევრო – 3.4317 ლარი, ფუნტი – 3.7920 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ივნისს ამოქმედდება.