ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2020 18:59
ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ყველა ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემლო ხასიათის ბრალდებებისგან.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.