თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩატარდა
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 13:58
თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 67 პირი დააკავეს და 10 მილიონი დოლარი ამოიღეს.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, სპეცოპერაცია ცხრა ქვეყანასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

„ერთ-ერთი დაკავებული, ჯფუფის ლიდერი, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა“, - აღნიშნა თურქეთის შს მინისტრმა.

დაკავებული პირები ნარკოტიკებით ვაჭრობითა და სხვა არალეგალური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი თურქეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, იტალიაში, ინგლისში, ესპანეტში, ბრაზილიაში, ეკვადორსა და პერუში.