დღემდე საქართველოში სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი - ამირან გამყრელიძე
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 14:10
დღემდე საქართველოში სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი - ამირან გამყრელიძე

დღემდე საქართველოში სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.

„ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი და ვართ საშუალო ქვეყნების რიცხვში. გაფართოვდა ტესტირების არეალი და დღეს უკვე 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 928 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.