ამირან გამყრელიძე: როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 15:10
ამირან გამყრელიძე: როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება

როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა.

„ე.წ. ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21-ე საუკუნის, რომელიც მოჰყვება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და აშ. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.