დავით ზალკალიანი: დიდი ალბათობით, საქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 15:20
დავით ზალკალიანი: დიდი ალბათობით, საქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის

მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს და საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას განიხილავს და დიდი ალბათობით, საქართველო იქნება ამ ჩამონათვალში.

„ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული მაგრამ, რა ინფორმაციაც ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენ ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მიღებული იქნება სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.