პაატა იმნაძე: კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა ის უფრო მეტად გადამდები გახდეს
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 15:50
პაატა იმნაძე: კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა ის უფრო მეტად გადამდები გახდეს

ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ განმარტა, რომ შესაძლოა, მათ, ვისაც გადატანილი აქვს მუტაციამდელი კრონავირუსი, ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეს.