წავკისში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 16:46
წავკისში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წავკისში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სკვერში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც დეკორატიული ფილები დაიგო და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ატრაქციონი და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი.

სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და მისი მოადგილე გაეცნენ.

„ჩვენ, აქტიურად ვზრუნავთ მთაწმინდის რაიონში რეკრეაციული ზონების განვითარებაზე, ჩვენი მიზანია, რაიონში იყოს მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი. ამ სკვერის სახით მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მიმზიდველი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეემატება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

წავკისის სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 53 000 ლარი დაიხარჯება.