იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, საქართველოც მოხვდა
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 17:30
იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, საქართველოც მოხვდა

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა იმ ქვეყნების სია შეათანხმეს, რომლებთანაც გარე საზღვრები გაიხსნება. ჩამონათვალში საქართველოცაა.

როგორც Euronews-ი ევროკავშირის საბჭოში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სიამ, რომელშიც 15 ქვეყანა მოხვდა, საკმარისი ხმები დააგროვა და ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება.

როგორც Euronews-ი წერს, სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, სერბეთი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, , რუანდა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (საპირისპირო მხარის დადასტურების შემთხვევაში).