ელიზაბეთ რუდი: საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში
ამობეჭდვა · 30 / 06 / 2020 20:06
ელიზაბეთ რუდი: საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში

ამერიკელმა დიპლომატმა ელიზაბეთ რუდმა საქართველოში სამსახური დაასრულა. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა Facebook-ზე ვრცელი განცხადება გამოქვეყნდა.

რუდი, რომელიც საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა, მოსახლეობას სტუმართმოყვარეობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და განსაკუთრებულ აქცენტს ქვეყნის კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებაზე აკეთებს.

„ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი საქართველოში და ერთობლივად გვემუშავა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების, დემოკრატიის გაღრმავებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გავწიეთ ახალ გამოწვევასთან, COVID-19 თან გასამკლავებლად. საქართველოს რეაგირება პანდემიაზე შთამბეჭდავია და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების მხარდაჭერას მომდევნო თვეების განმავლობაში. ძალისხმევა არ დავიშურე, რომ საქართველოს თითოეული კუთხე მომენახულებინა. გამაოცა საქართველოს მთების, ტყეებისა და მდინარეების სილამაზემ. ვნახე მზის ჩასვლა შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში და მოვისმინე ბულბულის გალობა ვაშლოვანის სტეპში. მე შემიყვარდა უძველესი მელოდიები, რომლებიც საქართველოს ტრადიციების სიმბოლოა და ახალი სიმღერები, რომლებიც მის ენერგიულ აწმყოს განასახიერებს. ყველზე მეტად კი მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე. საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ერთიანობასა და წარმატებულ, დემოკრატიულ მომავალს“, - წერს რუდი.