საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2020 10:19
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა  სულ 794-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 2809 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.