სოფელ მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2020 11:07
სოფელ მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა.

მუშევანი ბოლო სოფელია, რომელიც „კოვიდ- 19“ ის გამო ჩაკეტილი იყო.

"პირველი არხის" ცნობით, სამართალდამცველებმა, რომლებიც მუშევანის შესასვლელებს აკონტროლებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.

მუშევანში კორონავირისის სუ 80 შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.