ვუკოილ ბერიძის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2020 14:26
ვუკოილ ბერიძის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, ვ. ბერიძის ქ. N4-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 13 ოჯახი ცხოვრობს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 105 785 ლარი დაიხარჯება.