საზოგადოებრივი მაუწყებლს სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი ჰყავს
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2020 16:27
საზოგადოებრივი მაუწყებლს სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13 წინააღმდეგ დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, დოდო შონავას, მას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო. თუმცა, კენჭისყრაზე კვორუმი 76 დეპუტატი იყო, შესაბამისად კანდიდატურა არ დამტკიცდა.

კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.