გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები ვრცელდება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2020 18:26
გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

„ტვ პირველი“ 19 ივნისს, მცხეთაში, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ კადრებს ავრცელებს, რომელშიც გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილიც არის ასახული.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი წარდგენილი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ემუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

❗ გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები ➡ ექსკლუზიურად ტვ პირველზე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2020