გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2020 12:14
გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გიორგი ვოლსკიმ  ევროპელ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე არსებული სიტუაციაც განვიხილეთ. დიდი მადლობა გადავუხადე მისი მონაწილეობისათვის მოლაპარაკების პროცესში, რომელმაც საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებამდე მიგვიყვანა და, ამასთანავე, სხვა საქმიანობისათვის, რომელიც მან გასწია საქართველოში ყოფნის პერიოდში.

სტუმარმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა სიტუაცია, მიღწეული შეთანხმება, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რათა მომავალი არჩევნები მაღალი ლეგიტიმურობის მქონე გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.