ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2020 17:20
ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს

Tesla Motors-ისადა SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი თავისი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამ ეტაპზე მასკი გამომცემლობის ძიებაშია.

„თუ საქართველოში გამომცემლობას იპოვით, ჩემს წიგნს თარგმნიან. გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამოაგზავნოს მისამართზე rights@cookeinternational.com“, - წერს მასკი.

წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.

71 წლის მეი მასკი წარმატებული მოდელი და დიეტოლოგია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს.

 

 

წყარო