მთაწმინდის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2020 12:44
მთაწმინდის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა

მთაწმინდის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა. წვრილფოთოლა იფანის, სამხრეთის აკაკის და მინდვრის ნეკერჩხლის ნერგები მაჩაბლის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიასა და ასათიანის ქუჩებზე დაირგო. აღნიშნულ მისამართებზე ასევე, წყავისა და აუკუბას ბუჩქებიც დაირგო.

სამუშაოები, მთაწმინის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.