მთაწმინდაზე უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2020 16:00
მთაწმინდაზე უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კეთილმოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, ორ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო. სამუშაოები ჩატარდა მაყაშვილისა და ლარსი-ბარნოვის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე.

აღნიშნული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლების მომართვის საფუძველზე განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 448 ლარი დაიხარჯა.