საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2020 10:31
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, ხოლო დაავადებისგან კიდევ 4 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. 

მთლიანობაში ქვეყანაში covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 946-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა  რაოდენობა კი - 825-ს.

კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.