ხეების სხვლა-ფორმირება გრძელდება
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2020 12:53
ხეების სხვლა-ფორმირება გრძელდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა რაიონის ტერიტორიაზე დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიულ ჭრებს განაგრძობს. მიმდინარე წელს, 500-მდე ხის სხვლა-ფორმირება, გადაბელვა და ჭრა განხორციელდა; ასევე, ავარიული ხეების დამუშავება და გატანა. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მიიღება.