საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2020 19:43
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვეევა გამოვლინდა, რითაც covid-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 948-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის არ შეცვლილა და კვლავ 825 არის. 

კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.