ავარია ქედაში - ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2020 21:40
ავარია ქედაში - ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

ქედაში, სოფელ მეძიბნაში მომხდარი ავარიის შედეგად 56 წლის ქალი დაიღუპა. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევისას, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.