კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2020 11:10
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული.
 
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს.
 
კარანტინის რეჟიმშია 3 569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.