საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2020 10:25
საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 953 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 830 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3828 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.