გზების კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 06 / 07 / 2020 15:23
გზების კეთილმოწყობა გრძელდება

მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
 
ამაღლების ქუჩის შემდეგ, გზის სრული რეაბილიტაცია მეფუტკრეობის ქუჩას ჩაუტარდა. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 2500 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.
 
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 280 ლარი გამოიყო.