საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულდა 8 პაციენტი
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2020 10:31
საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულდა 8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში COVID-19-ის 958 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 8-ით გაიზარდა და სართო ჯამში 838 გახდა.

კარანტინის რეჟიმში 3903 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.