ვერაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2020 10:24
ვერაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება

ვერაზე, გ. ქუჩიშვილის გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 2 450 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 150 000 ლარი არის გამოყოფილი. 

პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. 

მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. 

„მთაწმინდის რაიონში უამრავი გამოწვევა გვაქვს, თუმცა ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ მოსაგვარებლად დღეს ჩვენ გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ასეთი შემთხვევაა ქუჩიშვილის ქუჩა, რომელიც სრულად ამორტიზებული იყო და ბოლო ათწლეულებია არ მოწესრიგებულა. ახლა, მას სრული  რეაბილიტაცია უტარდება. ჩვენ კი, აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.