ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა - სავარაუდო მიზეზი დედაზე სექსუაური ძალადობაა
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2020 10:28
ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა - სავარაუდო მიზეზი დედაზე სექსუაური ძალადობაა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა. ადგილობრივები მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს.

კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა“, - ამბობს ადგილობრივი.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.