ტაბიძის ქუჩაზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2020 13:29
ტაბიძის ქუჩაზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

სოლოლაკში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტაბიძის ქუჩაზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,კედლები და ჭერი შეიღებება.

სადარბაზოში არსებული მხატვრული ფრაგმენტები უცვლელი დარჩება და სადარბაზო პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15982 ლარი დაიხარჯება.