სომხურმა საკომუნიკაციო კომპანიამ “SPRING PR” და ქართულმა “პიარ საკონსულტაციო ჯგუფმა” ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი გააფორმეს
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2020 13:45
სომხურმა საკომუნიკაციო კომპანიამ “SPRING PR” და ქართულმა “პიარ საკონსულტაციო ჯგუფმა” ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი გააფორმეს

კრიზისულ სიტუაციებში საკომუნიკაციო პროცესი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. 

პანდემიის გამო კომუნიკაცია განსხვავებულად ვითარდებოდა, ამან კი ბევრ ორგანიზაციას მისცა ბიძგი შეეცვალა ადრე შემუშავებული სტრატეგიები და მორგებულიყვნენ მოცემულ  რეალობას.

დღესდღეობით, ადგილობრივ კომპანიებს მიზნების მისაღწევად ახალი ურთიერთობების დამყარება და უცხოურ ბაზრებზე წარმოდგენა კომპეტენტური და ეთიკური კომუნიკაციით უწევთ.

სომხეთის წამყვანმა საკომუნიკაციო კომპანიამ, SPRING PR-მა, საქართველოში სტრატეგიულ პარტნიორთან, “პიარ საკონსულტაციო ჯგუფთან”, ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სომხურ და ქართულ ბიზნესს კრიზისული კომუნიკაციების მენეჯმენტის პროცესში ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე შეისწავლონ ბაზრები და შეაფასონ ბიზნეს შესაძლებლობები. 

“SPRING PR”-ის თანადამფუძნებელმა, ტატევიკ სიმონიანმა აღნიშნა, რომ მემურანდუმის გაფორმება გრძელვადიან, სტრატეგიულ თანამშრომლობას მოიცავს.

“საკომუნიკაციო სფეროში 11 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფართო ქსელი შევიმუშავეთ. საქართველოში “პიარ საკონსულტაციო ჯგუფი” “SPRING PR”-ის ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც გრძელვადიანი და ეფექტური თანამშრომლობის შედეგად მყარი ურთიერთობა დავამყარეთ. იმისათვის, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში ბიზნესის გამოწვევებს ვუპასუხოთ, ჩვენ, საკომუნიკაციო სფეროს სპეციალისტები, ვთანხმდებით, რომ ორივე მხარის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანია კომუნიკაციების წარმართვის პროესში. საქართველო, როგორც უცხოური ბაზარი, ყოველთვის იყო და რჩება მიმზიდველი ადგილობრივი ბიზნესისთვის. სომხეთ-საქართველოს საქმიანი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ბიზნესის განვითარების პერსპექტივების თვალსაზრისით. ეს არის შესაძლებლობა, რომ ორივე ქვეყნის ორგანიზაციებმა დაიკავონ თავიანთი პოზიციები ამ ბაზრებზე ეთიკურად სწორი, მიზანმიმართული და ეფექტური კომუნიკაციის გზით და გაუმკლავდნენ კრიზისს”

“პიარ საკონსულტაციო ჯგუფის” დამფუძნებლის, გივი ხაჭაპურიძის თქმით, ამ კრიზისში სტარაპ ბიზნესი უფრო არსებითი ხასიათისაა, შესაბამისად, სომხური და ქართული პიარ კომპანიები დახმარებას გაუწევენ მათ ბაზარზე პოზიციის მოსაპოვებლად.

”ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით პოსტ კრიზისულ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანია იმისდა მიუხედავად, არის ბიზნესი დიდი, საშუალო თუ მცირე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მომსახურებების განსაკუთრებული პირობებით მიწოდებას სომხეთსა და საქართველოში. ორივე მხარეს აქვს ძლიერი სურვილი, ხელი შეუწყოს სომხურ-ქართულ ბიზნესს კრიზისისგან გამოწვეული სირთულეების გადალახვასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში”.