რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონვირუსულის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2020 12:50
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონვირუსულის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონვირუსული ინფექციის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“ უკვე 707 301 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეულ დაავადებას 176 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ით 10 843 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან 8 800-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი „კოვიდ-19“-სგან რუსეთში 481 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.