მთაწმინდაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2020 13:31
მთაწმინდაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

მთაწმინდის რაიონში, ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, 400 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო, შეიცვალა ლითონის ბადეები, განახლდა ფეხბურთის კარები. ასევე, დამონტაჟდა კალათბურთის ფარებიც.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩემთვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა გარკვეულ დრო სხვადასხვა სპორტულ აქტივობას უნდა დაუთმოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მიმართულების განვითარებას და გვინდა, რომ მთაწმინდის რაიონში მსგავსი სივრცეების მოწყობის გარეშე არცერთი უბანი დარჩეს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 650 ლარი გამოიყო.